აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
“უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა. ეს აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ამას [უკრაინის მხარდამჭერის დამტკიცებას] გავაკეთებთ”. – თქვა ბაიდენმა.
ამავდროულად, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი აღნიშნავს, რომ კიევისთვის დაფინანსების ვერ მიწოდების შემთხვევაში, უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება.
“ვესაუბრე კონგრესის წევრებს, ჩემს კოლეგებს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ეს არის მძიმე ვითარება. უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა შეგვიძლია საკუთარ თავზე ავიღოთ, თუ ვერ შევძლებთ უკრაინისთვის დაფინანსების მიწოდებას”. – ამბობს იელენი.
დემოკრატებმა აშშ-ს სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების შესწორებული პაკეტი წარადგინეს. 111 მილიარდი დოლარის პროექტიდან 15 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად არის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, კანონპროექტს საპროცედურო კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ.