შერმადინის “ტენერიფემ” გრანადაში გამარჯვება იზეიმა

გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” გასვლითი გამაჯვება მოიპოვა. კუნძულელები სტუმრად შეხვდნენ “გრანადას” და 86:75 დაამარცხეს.
კანარიელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი და საკვანძო მაინც ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელშიც “ტენერიფემ” 33:24 გაიმარჯვა და შეხვედრა სათავისო შედეგით დაასრულა.
ქართველი ცენტრი ამ მატჩში დიდად არ დატვირთულა. შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
GBF.GE