ათიათასობით ადამიანი კანარის კუნძულებზე გამოვიდა კვირას ოვერტურიზმისა და მისი შედეგების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მხოლოდ ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულ ტენერიფეზე დაახლოებით 30 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში.
არქიპელაგის მცხოვრებლები საუბრობენ ტურიზმის დესტრუქციულ ზემოქმედებაზე გარემოზე და მათ კეთილდღეობაზე, მათ შორის საცხოვრებლის ფასების ზრდის გამო.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს სიტუაციას და არანაირ ზომებს არ იღებს და კანარის კუნძულების ეკონომიკური მოდელის ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვენ.
euronews
