ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დილიდან განახლდა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას