აჩიკო ბერიძე – დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ენერგია ჩვენთვის გზამკვლევი იქნება მომავალი ცვლილებებისკენ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურის მხარდამჭერთა დარბაზში ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებსაც „ქართული ოცნების“ გუნდი ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს.
„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი იდეების გაზიარება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ენერგია ჩვენთვის გზამკვლევი იქნება მომავალი ცვლილებებისკენ“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას