მაია სანდუ – ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ – ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული

ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ , – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს.
„მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის