ნათია თურნავა – მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ

მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელი და ასევე, ეფექტური და შედეგიანია.
„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის გარანტირებული კონსტიტუციით, მისი 68-ე მუხლით. გარანტირებულია ორგანული კანონით „ეროვნული ბანკის შესახებ“. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი და საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, გატარებული პოლიტიკის შედეგად, ამ შედეგს მივაღწიეთ,“ – განაცხადა თურნავამ.