იულია ნავალნაია – ჩემი პოლიტიკური მეტოქე ვლადიმირ პუტინია, როდესაც ამის დრო დადგება, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, როგორც კანდიდატი

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მეუღლემ, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ის ს პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება.
“როცა დრო დადგება, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც კანდიდატი. ჩემი პოლიტიკური ოპონენტია ვლადიმერ პუტინი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მისი რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაემხოს”, – განაცხადა ნავალნაიამ BBC-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი რუსეთში დაბრუნება „სამწუხაროდ შეუძლებელია“, სანამ პუტინი სათავეშია.
ამასთან, The Times-თან ინტერვიუში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ნავალნაიამ განაცხადა, რომ მას არ სძულს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ მისი გისოსებს მიღმა ხილვა სურს.
“მე ის არ მძულს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ მინდა პუტინის სიკვდილი. მე მინდა, რომ ის იყოს რუსეთის ციხეში, როგორც ჩემი ქმარი იყო”, – აღნიშნა ნავალნაიამ.
ცნობისთვის, აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ნავალნაიას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა დაუსჯელად მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თებერვალში რუსეთის ფედერაციის იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა, სადაც ის 19-წლიან პატიმრობას იხდიდა. ნავალნაიამ ქმრის მკვლელობაში ვლადიმერ პუტინი რაერთხელ დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის