„ფასი არ აქვს“ – კობახიძე ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას. პრემიერის შეფასებით, მათ განცხადებას „ფასი არ აქვს“.
„ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები [თბილისში] სცენაზე ავიდნენ, შეუერთდნენ რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ის ჩავარდა. ამ ფონზე არავითარ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს“, – თქვა მ.
საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივი განცხადება „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
„ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პროევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, , , ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი, ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ბევრს მიაღწია – 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მინისტრები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დე ფაქტოდ შეჩერებულია.
„გასული თვეების განმავლობაში, საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა, ან უბრალოდ სიცრუეა“, – წერია ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი;
· გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი;
· დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი;
· ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა;
· ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე;
· ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საკითხებში სიმონას შატუნასი;
· ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ქსავიე ბეტელი;
· პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა;
· პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ინეშ დომინგოსი;
· საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ადადი;
· ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი;
· შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი;
· ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი.
ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს მის ევროპულ გზაზე და ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.
ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ღამით გამოაქვეყნეს, საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს.
ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის