ირაკლი ქადაგიშვილი – ლაზერის გამოყენება გამოხატვის უფლებაა – ლაზერს ტრიბუნაზე ირაკლი კობახიძესაც ანათებდნენ – აქცია ოპოზიციის ფიასკო იყო

ლაზერის გამოყენება გამოხატვის უფლებაა – გამოსვლის დროს ლაზერს ტრიბუნაზე საც ანათებდნენ! – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „გამოხატვის უფლების განხორციელების შედეგია ის, რომ თუ პარლამენტის შენობას წრეს დაარტყამ, ნახავ, რომ ეს არის დასახიჩრებული შენობა სწორედ გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე“.
მისივე შეფასებით, 20 ოქტომბრის აქცია ოპოზიციის ფიასკო იყო, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მარცხი წინასწარ გაიფორმეს.
„20 ოქტომბრის აქცია ძალების დემონსტრირების მცდელობა იყო. სურდათ ეჩვენებინათ, ს წაგების შემთხვევაში, რა ძალები ჰყავთ. ობიექტური კადრებით კარგად დავინახეთ, რომ მათ ამბიციურ განცხადებებთან და მზადებასთან შეფარდებით, მომიტინგეთა რაოდენობა საკმაოდ მწირი იყო – ზოგიერთ ტელევიზიას „ქართული ოცნების“ მიტინგის კადრიც კი გაეპარა. იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობა გაეზარდათ, „ქართული ოცნების“ აქციის კადრი იყო ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა გუშინდელი აქციით დამარცხება წინასწარ გაიფორმეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის