პეტრე ცისკარიშვილი – შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა

შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, წყლის ჭავლში გაზის შერევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას დავალება ჰქონდა, რომ კრემლის მითითებები შეესრულებინა, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები აღმოეფხვრათ.
-ს განცხადებაში ამ მუხლებზე აპელირება კი არ არის საინტერესო, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა. ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც იბრძოდა ორთვენახევრის განმავლობაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე რუსთაველის გამზირზე იდგა ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, მთელი გაზაფხულის განმავლობაში და სწორედ აი ამ ხალხზე მიუშვა ს რეჟიმმა წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით და ცალკეულ შემთხვევაში, დაუშინა რეზინის ტყვიები. იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ დავალება, შეესრულებინათ კრემლის მითითებები, მიეღოთ „რუსული კანონი“, აღმოეფხვრათ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები, მოესპოთ ისინი, რათა თვითონ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ და მუდმივად მართონ ეს ქვეყანა და მეორე მხარეს იდგა ახალგაზრდობა და ქართველი ხალხი, რომელიც ცდილობდა, ეს არ დაეშვა. ახლა მივედით იმ საკვანძო მომენტამდე, როდესაც ჩვენ ყველამ შაბათს, მშვიდად, უბნებზე მისვლით, ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილებით, ჩვენი ერთიანობით უნდა დავუსვათ წერტილი ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012, როცა 29 სექტემბერს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია – რა მშვიდობით წამსვლელები, სად წამსვლელები იყვნენ?