ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი .
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის კართან სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიყვანა და ევროკავშირის გზით სიარულს “ქართული ოცნების” ხელისუფლება განაგრძობს.
“ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადება ნათლად მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, არამედ ქართულ დემოკრატიასა და ქართულ სახელმწიფოზე შეტევას და მოსახლეობის რეპრესიულად დაბულინგებას – სურთ, არჩევნებში მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ და ქართველი ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვას არ დაელოდონ. ეს არის ის, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ულახავს იმიჯს ევროპასა და ევროკავშირს.
რატომღაც ასეთი გავეშებით და დემოკრატიული პრინციპების სრული შელახვით ადამიანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ – არჩევნებზე ნახავენ, რომ მათი ეს განცხადებები მათივე მიზნების კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება!” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათივე განმარტებით, “ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე არსებობს ერთადერთი წინაღობა, მას ჰქვია “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი – ეს წინაღობა 26 ოქტომბერს უნდა მოვხსნათ გზიდან

ლევან მეტრეველი – მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები მოსალოდნელი იყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში პროევროპული და პრორუსული ძალების ბალანსი იყო 50-50-ზე – მოლდოვა მაინც გიგანტური ნაბიჯებით გვისწრებს, რადგან ევროკავშირი პროცედურების ნაწილია

ბიძინა ივანიშვილი – არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, რადგან იქნება ძალიან დაძაბული ველი, გვმართებს დიდი სიფრთხილე

იუსტიციის მინისტრი ოპოზიციაზე – წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან და სურთ სიტუაცია გარკვეულწილად არიონ – მოვუწოდებთ, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები