ჯემალ გამახარია – აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, შეთანხმების თანახმად, ინვესტიციების სანაცვლოდ აფხაზები ვერაფერს მიიღებენ, ამდენად, გამახარიას ინფორმაციით, დოკუმენტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ „ეს არის კაბალური, დამამცირებელი და კოლონიალური სახის შეთანხმება, რომელიც მათთვის დამღუპველია და უარს ამბობენ“.
გარდა ამისა, ჯემალ გამახარიას თქმით, ე.წ. შეთანხმების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ეს არის რუსი ოლიგარქების მიერ ლობირებული შეთანხმება და მათთან ალიანსში ს დე-ფაქტო ხელისუფლება იმყოფება“.
„რუსული ბანკები ქმნიან თავიანთ ფილიალებს და მთელი ანგარიშსწორება, ფინანსური ოპერაციები, რაც უზარმაზარ მშენებლობებთანაა დაკავშირებული, აფხაზეთის გვერდის ავლით ხორციელდება. არავითარი გადასახადი აფხაზეთის ბიუჯეტში არ შედის. ამ უზარმაზარი თანხის შემოსვლასთან და ხარჯვასთან აფხაზეთის ბანკებს კავშირი არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით ბანკების პროტესტი – 6 ბანკი აპროტესტებს ამ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტშია გაწერილი საკითხები, როგორ ხდება დაფინანსება. ბანკებისთვის ძალიან დიდი შემოსავალია, როდესაც ათეულ ასობით მილიარდ რუბლზეა საუბარი. ფილიალზეა საუბარი, ესეც მნიშვნელოვანია – ბანკი რომ შემოვიდეს, ადგილზე გადასახადი უნდა იხადოს. ფილიალი როდესაც შემოდის, რუსული კანონმდებლობის საფუძველზე ფუნქციონირებს და არა ადგილობრივი კანონმდებლობის. შესაბამისად, გადასახადს უხდის თავის სათავო ორგანიზაციას და არა აფხაზეთის ბიუჯეტს. არა მარტო მშენებლობის პროცესში, არამედ მშენებლობის დამთავრების მერეც 8 წლის განმავლობაში ისინი არანაირ გადასახადს აფხაზეთში არ იხდიან. 8 წლის შემდეგ ვის გადაუხდიან, ეს აქ არ წერია. სავსებით დასაბუთებულად ვარაუდობენ, რომ ეს გადასახადი 8 წლის შემდეგაც რუსეთში წავა. რუსული მხარე ამბობს, თუ ასე არ გავაკეთებთ, არ მაქვს გარანტია, რომ ჩემი ინვესტიციები დაცული იქნება. აფხაზები ეუბნებიან, გვაქვს ადრე მიღებული კანონი უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ; რუსები კი ეუბნებიან: კი ბატონო, კანონი გაქვთ, მაგრამ რაც აქამდე ინვესტიციები შემოგვიტანია, დაცული არაა. ბევრი შემთხვევაა ბიზნესმენების გაძარცვის, ბიზნესის წართმევის და ა.შ. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ბანკების ფილიალების მეშვეობით უნდა განვახორციელოთ ეს ოპერაციები. აფხაზები ამბობენ: თქვენი ბანკების მეშვეობით თუ განხორციელდება, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ფული კიდევ სხვა რაღაცებზე არ დაიხარჯება და ეს ყოველივე კორუფციის საგანი არ გახდება. აფხაზური მხარე ამბობს, რომ ამით აუცილებლად გაკოტრდება ეს ბანკები. რადგანაც საქმე ძირითადად ტურისტულ ბიზნესს ეხება, იქ დასაქმებული აფხაზებიც გაკოტრდებიან. აფხაზეთი ვერაფერს მიიღებენ მილიარდიანი ინვესტიციებიდან. ამასთან, ამ შეთანხმების მიხედვით, მუშახელი რუსებს ჩამოჰყავთ. ამბობენ, რომ აფხაზეთში კვალიფიციური მუშახელი არაა. ე.ი. ასიათასიან ქონებას შეიძენენ, რამდენი ათასი მუშა უნდა შემოიყვანონ და აფხაზების ადგილი არ რჩება აფხაზეთში. ეს არის ყველაფერი იმის მიზეზი, რატომაა ასეთი ხმაური ატეხილი აფხაზეთში.
მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს არის კაბალური, დამამცირებელი, შეთანხმება. კოლონიალური სახის შეთანხმება, რომელიც დამღუპველია და უარს ამბობენ“,- განაცხადა გამახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე – საჯაროდ თქვეს, რომ მე ხელოვნურად ვბლოკავ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ, ამ დროს, პირიქით, მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დამეზიანებინა და ამიტომაც არ ვხვდებოდი, ახლა ეს მოიხსნა

ბიძინა ივანიშვილი – უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას – ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის

სოფო ჯაფარიძე – კაბალური საპენსიო სესხები განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს – ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად