თბილისის მერია – თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა მ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.
საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე – საჯაროდ თქვეს, რომ მე ხელოვნურად ვბლოკავ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ, ამ დროს, პირიქით, მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დამეზიანებინა და ამიტომაც არ ვხვდებოდი, ახლა ეს მოიხსნა

ბიძინა ივანიშვილი – უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას – ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის

სოფო ჯაფარიძე – კაბალური საპენსიო სესხები განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს – ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად