“ქმარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი ფასი, რომელიც მიყურებს გაბრწყინებული თვალებით” – გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: მარიამ შუკაკიძე ოჯახისა და წარმატების შესახებ – Marao

“ქმარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი ფასი, რომელიც მიყურებს გაბრწყინებული თვალებით” – გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: მარიამ შუკაკიძე ოჯახისა და წარმატების შესახებ – Marao
სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს.
დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
მარიამ შუკაკიძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი გამომწერების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ის ქართველ ცნობილ სახეებსა და ინფლუენსერებს შორის 4.6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით “ინსტაგრამ ფოლოვერით” ლიდერია. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი სილამაზის ცენტრიც გახსნა და მის გვერდზე ამ მიმართულებით რჩევებსაც ნახავთ. ამჯერად კი მარიამ შუკაკიძე მეუღლის შესახებ წერს:
· “თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს” – მარიამ შუკაკიძე განსაკუთრებული ნიჭის შესახებ
“ბედნიერი ვარ, რადგან ყველა ჩემი წარმატების უკან შენ დგახარ. შენ ხედავ ჩემს გულსა და ადამიანობას. ამიტომაც დავიმსახურე ყველაფერი საუკეთესო. ქმარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი ფასი, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და მიყურებს გაბრწყინებული თვალებით.
იშვიათია ასეთი გულწრფელი სიყვარული, რაც ჩვენ გაგვაჩნია”, – წერს მარიამ შუკაკიძე.