გია ხუხაშვილი: მოკლედ, სწორედ ისა ხარ, ვისთანაც, თბილისურ ჟარგონზე რომ გითხრა, ამ ხალხის გაიგივება გინდა…

“როცა სახალხო შეკრებას, სადაც ბევრი შენი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, კაცი და ქალია ბავშვებთან ერთად, სადაც შენი შვილების მეგობრები, კლასელები, უბნელები არიან, “პრაიდად” მოიხსენიებ შესაბამისი კნინობითი კონოტაციით, იმიტომ რომ ერთმა მდიდარმა და ბოროტმა კაცმა სახრავი გადმოგიგდო, მინდა იცოდე, რომ არც ღირსება გაქვს, არც ღმერთის გწამს, არც მშვიდობა გინდა და არც მოყვასისთვის გემეტება რამე, რასაც სულ ტყუილად იბრალებ.
მოკლედ, სწორედ ისა ხარ, ვისთანაც, თბილისურ ჟარგონზე რომ გითხრა, ამ ხალხის გაიგივება გინდა…” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა