ზუგდიდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
ამ წუთებში ანაკლიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე შექმნილ სიტუაციას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, უხვმა ნალექმა მდინარეების მნიშვნელოვანი ადიდება, სანიაღვრე არხების გადავსება და წყალმოვარდნები გამოიწვია.
„ანაკლიაში არსებულმა სამელიორაციო არხმა ვერ უზრუნველყო ჭარბი ნაკადის გატარება. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ზღვის შესართავთან, ადიდებული წყლის ნაკადი ვერ უერთდებოდა ზღვას, რამაც მოსახლეობის დატბორვის საფრთხე შექმნა. შესაბამისად, ახალი დამატებითი არხის გაჭრა, არსებულის გაფართოება და ზღვის შემაერთებლის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდა, მოსახლეობის დატბორვის საფრთხე ჩატარებული სამუშაოების შედეგად არიდებულია.
აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულია ანაკლიის პორტის ტექნიკა, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით