გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ მმართველი კოალიციის სახით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშზე გამომსვლელთა მისამართით ლაზერის მინათებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მარცხისთვის განწირულ „ქართულ ოცნებას“ ლაზერების გამოყენების მეტი აღარაფერი დარჩა.
„ადრეც ჰქონდა მცდელობა ასეთ ფაქტებს და ამის უკან დგას „ქართული ოცნება“. მე მათ ვეუბნები, რომ პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ უმრავლესობის სახით, მმართველი კოალიციის სახით პარლამენტში. ეს მაინც არაფერს გიშველით თქვენ არც ერთ შემთხვევაში. მოემზადოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასაბარგებლად. ეს ლაზერი ამას მიუთითებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმე ახალგაზრდა, ერთ-ერთი სასტუმროდან, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშის დროს, გამომსვლელებს სახეში ლაზერს ანათებდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები, მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ, სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ემალებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა