რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დედაქალაქში საჰაერო განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

რუსებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით დარტყმა სცადეს, უკრაინელებმა ყველა დრონი, მოწინააღმდეგის ათამდე დრონი გაანადგურეს, დაშავდა ერთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ და კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დაფიქსირდა ქალაქის დნეპრის, გოლოსევსკის და სოლომენსკის რაიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება