„მაკდონალდს“ ეწვია, „ფრი“ შეწვა და მომხმარებლებს მოემსახურა

-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, „მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. „დრაივზე“ მომხმარებელს მომსახურება გაუწია და „ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტის სამიზნე მისი ოპონენტი „დემოკრატი“ იყო, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამასთან დაკავშირებით ცრუობს.
„მაკდონალდში“ მყოფმა ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს „მატყუარა კამალა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი 15-წუთიანი სტაჟი ნიშნავს იმას, რომ „მაკდონალდსში“ კამალა ჰარისზე 15 წუთით დიდხანს აქვს ნამუშევარი.
„მაკდონალდსში“ 15 წუთით მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის ჯორჯიაში აფროამერიკელების ორ ეკლესიას ეწვია, სადაც მრევლის წევრებმა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაბადების დღის სიმღერა უმღერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო