მაია სანდუ – მოლდოვამ ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა

მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა, – ამის შესახებ მოლდოვას მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში სა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით დასხმოდნენ თავს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა სანდუმ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების“ პარტია უჭერს.