ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ – კახა კალაძე არასამთავრობოების ე.წ მარშზე

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორებს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მან ამ ტემაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა.
„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, არიან ზუსტად ეს ადამიანები და ის სამწუხარო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და არა ის სიბინძურეები, რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კატეგორიულად მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეებს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებდნენ და ამის „შემოტენვას“ ცდილობდნენ საზოგადოებისთვის.
თურმე, ის იყო ნორმა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა და ფურცელზე დაწერილი ჩვენება შეგეჭმია, გადაესკოჩათ, გაეუპატიურებინათ და ეს იყო დემოკრატიის შუქურა. მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის დემოკრატიით შენიღბვასაც ცდილობენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებს, 7.9%-ია ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც სწორი პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა

1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარის დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს – მოახლოებულ არჩევნებში, ნიღაბჩამოხსნილი მტრები არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ

ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის რეალური საფრთხე