ლევან ბეჟაშვილი – საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ერთი მიზანი – „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა“ აერთიანებთ.
„20 ოქტომბრის მარში მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს ერთი მიზანი: საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ამიტომ ყველანი ვდგავართ ერთად. ადრე თუ იმართებოდა იმაზე, თუ რომელი პარტია იქნებოდა ხელისუფლების სათავეში, ახლა არჩევნები ტარდება, რათა გადაწყდეს, სად იქნება საქართველო: ევროპაში თუ „ქოცურ-რუსულ“ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს