“არ ვამბობ, რომ იქამდე კორუფცია არ იყო – რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მასშტაბები შედარებადი არ არის” – მიხეილ დაუშვილი გახარიას განცხადებაზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აღიარებს, რომ კორუფციის ფაქტები წარსულშიც ფიქსირდებოდა, თუმცა, დასძენს, რომ ახლა “მასშტაბები მკვეთრად გაზრდილია”.
“ბოლო სამი წელია, ამ ქვეყანაში კორუფცია გახდა სისტემური პრობლემა. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, წინსვლა ხდება, ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული ოჯახის სასარგებლოდ ხდება ეს ყველაფერი. არ ვამბობ, რომ იქამდე კორუფცია არ იყო, კორუფცია, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მასშტაბები რომ შეადარო, როგორი იყო სამი წლის წინ და როგორი არის დღეს, ეს მასშტაბები შედარებადი უბრალოდ არ არის. დავაკვირდებით, როგორ მოხდება ამ ფულის გამოყენება და იქნება თუ არა ეფექტური რეაგირება”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდით ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. მან ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. გახარიას ეს განცხადება “ქართულ ოცნებაში” დემაგოგიად შეაფასეს და თქვეს, რომ მან მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი