2024 წლის 8 თვეში საქართველოში $10 მლნ-ის რძე და $12 მლნ-ის რძის ფხვნილი შემოვიდა

2024 წლის 8 თვეში საქართველოში 10 261 790 დოლარის 8 729 ტონა რძე შემოვიდა. საქსტატის მონაცემების თანახმად მთავარი მომწოდებელი ქვეყნები აზერბაიჯანი ($2.9 მლნ), საფრანგეთი ($2.0 მლნ) და პოლონეთი ($1.7 მლნ)იყო. იგივე სამეული იყო 2023 წელსაც.
2022 წლამდე რძის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის იყო. 2014 და 2022 წელს რძის მომწოდებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება რძის ფხვნილის მიმდინარე წლის 8 თვეში 12 708 310 აშშ დოლარის 5 749 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა. რძის ფხვნილის 85% ორი ქვეყნიდან – რუსეთიდან ($1.8მლნ) და ბელარუსიდან ($8.9მლნ) შემოვიდა.
წყარო: მთავარი არხი