ანა ნაცვლიშვილი – დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადია, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს რუსეთში გაყვეს

დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.
„აი, ასეთი არის ძლიერი საქართველო, სადაც ყველა ადამიანი თავს გრძნობს ღირსებით, დაცულად და აქტიურად ჩართული ქვეყნის საქმეში. ამიტომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა და აუცილებლად ევროკავშირის წევრი გავხდებით. დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს. ჩვენ გვინდა ვიაროთ წინ – ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი საქართველოსკენ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით