“ვერ დაგვაჩოქებენ, დედაბუდიანად გამოვალთ”– ირმა გორდელაძე

გურიიდან თბილისში ჩამოსული ირმა გორდელაძე, ტვ პირველთან ამბობს:
“დღეს ჩამოვედი გურიიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის გურიიდან და რეგიონებიდან. აუცილებლად ბევრნი უნდა ვიყოთ , რათა ერთობით კვლავ დავანახოთ მთელ საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს დავდებთ იმ შედეგს, რისთვსიაც ვიბრძით და ვართ ქუჩაში ამდენი ხანია. საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი. ამიტომ ვდგავართ აქ და ვიდგებით ბოლომდე. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ან დავაშინებ, ან დავამონებ, ან დავაჩოქებ ქართველ ხალხს. ქართველის დამჩოქებელი და დამმონებელი დედომიწაზე ჯერ არავინ დაბადებულა. ასე, რომ გამოვალთ დედაბუდიანად”
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
· რესპუბლიკის მოედანი;
· გმირთა მოედანი;
· 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
· მარჯანიშვილის მოედანი;
· ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება