3 დომინანტი კომპანიის ჯამური წილი ფარმაცევტული ბაზრის 80%-ს აჭარბებს – სააფთიაქო ბიზნესის შემდეგები

ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაცია “ფინსპოტი” საქართველოში სააფთიაქო ბიზნესის შედეგებს 5 კომპანიის მაგალითზე აანალიზებს.
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული, პირადი ჰიგიენის და კოსმეტიკური პროდუქტების იმპორტი და მათი საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
ფარმაცევტულ ბაზარზე 3 კომპანია იკავებს დომინანტურ პოზიციას. მათი ჯამური ბაზრის წილი 80%-ზე მეტია. – რიგით მეოთხე მოთამაშე 5-ჯერ და მეტჯერ ჩამორჩება ბრუნვით მესამე პოზიციის მქონე სააფთიაქო ქსელს.- ტოპ 3 კომპანიის ზრდის ტემპიც შთამბეჭდავია ისტორიულ ჭრილში.
2018-22 წლებში, წამყვანი სააფთიაქო ქსელების უმეტესობა საშუალოდ წლიურად ორნიშნა ციფრით იზრდებოდა (+10%-17%).
დომინანტი სააფთიაქო ქსელების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორის გათვალისწინებით მაღალია. EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 10%-ია, თუმცა, 3 უმსხვილესი მოთამაშის მიღმა სააფთიაქო ქსელების უმეტესობას გაცილებით ნაკლები მომგებიანობა აქვს ან ზარალზე ოპერირებს (მაგ.: “ფარმსახლი”, რომელიც 2019 წლის შემდეგ საოპერაციო ზარალზეა).
აღსანიშნავია, რომ მსხვილი სააფთიაქო ქსელებისგან განსხვავებით, Pharm House • ფარმსახლი-ის შემოსავლების უმეტესობა მოდის საბითუმო გაყიდვებზე (61%). ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2023 წლის ივნისში Deutsche pharmacy • დოიჩე აფთიაქი-თან ინტეგრაციის, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გააფართოვოს როგორც საცალო ქსელი, ასევე პროდუქციის ასორტიმენტი. ცნობისთვის, “დოიჩე აფთიაქის” შემოსავლებმა 2023 წელს ₾4.2 მილიონი შეადგინა და, “ფარმსახლის” მსგავსად, კომპანია ზარალზე ოპერირებდა. საინტერესოა კონსოლიდირებული კომპანია რამდენად შეძლებს მომდევნო წლებში სინერგიის მიღწევას, მომგებიანობაზე გასვლას და ზრდის ტემპის დაჩქარებას.
ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy და Pharmadepot ∙ ფარმადეპო-ს მფლობელი სს “გეფა” ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის შემოსავლებმა ₾790 მილიონი შეადგინა, საიდანაც 79% საცალო გაყიდვებზე მოდის, დანარჩენი 21% კი საბითუმო გაყიდვებზე.
PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი მეორე უმსხვილესი სააფთიაქო ქსელია, რომლის შემოსავლებმაც ₾684 მილიონი შეადგინა, საიდანაც 78% საცალო გაყიდვებზე მოდის. ცნობისთვის, “პსპ ფარმას” კონსოლიდირებულმა შემოსავალმა, რომელიც სხვა შვილობილებთან ერთად 275-საწოლიან კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალს” (New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი) მოიცავს, ₾745 მილიონი შეადგინა.
მესამე უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია @AversiPharma-ა. კომპანიის შემოსავლებმა ₾576 მილიონი შეადგინა, საიდანაც 76% საცალო გაყიდვებზე მოდის. “ავერსი ფარმას” კონსოლიდირებული შემოსავალი, რომელიც სხვა შვილობილებთან ერთად “ავერსი კლინიკას” (ავერსის კლინიკა • Aversi Clinic) მოიცავს, ₾738 მილიონი იყო.
იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy და Pharm House • ფარმსახლი-ს ბრუნვამ კი ₾109 მილიონი და ₾65 მილიონი შეადგინა, შესაბამისად.
ოთხი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 22%-29%-ის ფარგლებშია. “ფარმსახლის” მარჟა ყველაზე დაბალია და 19%-ს შეადგენს.
სამი უმსხვილესი მოთამაშე ეფექტურად ახერხებს ხარჯების მართვას და მათი საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 19%-ია. იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy და Pharm House • ფარმსახლი-ს იგივე მაჩვენებელი კი 23% და 24%-ია, შესაბამისად.
საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რომელიც შემოსავლების 10%-11%-ს წარმოადგენს.
მარკეტინგული დანახარჯები შემოსავლების 1%-3%-ს შეადგენს. მაგალითისთვის, 3 დომინანტი სააფთიაქო ქსელი მარკეტინგულ აქტივობებზე სათითაოდ წლიურად ₾10-₾15 მილიონს ხარჯავს, წარმოდგენილი 2 მცირე მოთამაშე კი ₾2-₾2 მილიონს.
Pharm House • ფარმსახლი-ის დაბალი საერთო მოგების მარჟა და მაღალი საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში განაპირობებს კომპანიის ზარალზე ოპერირებას. აღსანიშნავია რომ კომპანია ზარალზე ოპერირებს 2019 წლის შემდეგ, რაც საერთო მოგების მარჟის შემცირებისა და საოპერაციო ხარჯების წილის ზრდის ტენდენციით აიხსნება.
– დანარჩენი კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები კი სექტორის გათვალისწინებით მაღალი იყო. ყველაზე მაღალი მომგებიანობა “გეფას” აქვს, რაც დიდწილად აიხსნება საკმაოდ მაღალი, 29%-იანი საერთო მოგების მარჟით.
მომგებიანობიდან გამომდინარე, მსხვილ სააფთიაქო ქსელებს რჩებათ საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები დივიდენდების გასაცემად.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-22 წლებში კუმულატიურად:
1️⃣ ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy | Pharmadepot ∙ ფარმადეპო: ₾142 მილიონი (+₾123 მილიონი 2023 წელს).
2️⃣ PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი: ₾61 მილიონი.
3️⃣ ავერსი ფარმა – Aversi Pharma: ₾7.6 მილიონი (+2.8 მილიონი 2023 წელს).
კომპანია თავისუფალი ფულადი ნაკადების მნიშვნელოვან ნაწილს სესხებისა და საიჯარო ვალდებულებების დასაფარად იყენებდა და ამიტომ აქვს მსხვილ კონკურენტებზე გაცილებით დაბალი მოცულობის დივიდენდი გაცემული. 2019-23 წლებში კომპანიამ ჯამურად ₾95 მილიონის სესხი და საიჯარო ვალდებულებები დაფარა (net of loans received). შედეგად, მთლიანი სესხებისა და საიჯარო ვალდებულებების წილი აქტივებში 11%-მდე ჩამოვიდა 2023 წელს, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 29% იყო.
4️⃣ იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy: ₾6 მილიონი.
5️⃣ Pharm House • ფარმსახლი: ₾269 ათასი (კომპანია ზარალზე ოპერირებს 2019 წლის შემდეგ და, შესაბამისად, ვერ ახერხებს მოცულობითი დივიდენდის გაცემას).

წამყვანი სააფთიაქო ქსელები ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიები არიან. ისინი არა მხოლოდ უმსხვილესი საცალო და საბითუმო რეალიზატორები არიან, არამედ ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს წარმოადგენენ.
აქედან გამომდინარე, მცირე ზომის, არაქსელური აფთიაქებისთვის რთულია კონკურენცია გაუწიონ მსხვილ მოთამაშეებს როგორც ფასების, ასევე სამომხმარებლო გამოცდილების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათი უმეტესობა ხშირად “ალტერნატიული” გზებით ცდილობს შემოსავლის გენერირებას.