“ემპოლი” – “ნაპოლი”. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

სერია A-ს მერვე ტურში „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო ორივე ქართველი – გოგლიჩიძე და კვარაცხელია სასტარტოში იყო. თავიდან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და მეკარე კაპრილემ ესპოზიტოსა და პეცელას დარტყმული ბურთები მოიგერია. სადღაც მეოცე წუთისთვის სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. დამაჯერებლად თამაშობდა გოგლიჩიძე, რომელიც მოწინააღმდეგის შემტევებს გასაქანს არ არ აძლევდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ემპოლი – ნაპოლი