მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და EU-ში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო მიმდინარეობს. პარალელურად, მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვის საგარეო პოლიტიკის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
გამოკითხვებით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. პრო-ევროპელი ლიდერი, რომლის პირობებშიც, ქვეყანამ ჯერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მან მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებზე დაადასტურონ, რომ მოლდოვის ადგილი ევროპულ ოჯახშია.
“კვირას, მოლდოველები შეიკრიბებიან ერთად და ამაყად, რათა დაადასტურონ მოლდოვის ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში”, – დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში.
As the campaign comes to a close today, I’m truly moved by the thousands of Moldovans I’ve met, all sharing dreams of a brighter and safer future. This Sunday, Moldovans will come together, united and proud, to secure Moldova’s rightful place in the European family. pic.twitter.com/BLTejtZ3k9 — Maia Sandu (@sandumaiamd) October 18, 2024
სანდუს გარდა არჩევნებში 10 საპრეზიდენტო კანდიდატია. მათგან რამდენიმე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩევა და მჭიდრო კავშირი აქვს კრემლთან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში, ან რეფერენდუმში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, 3 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იძიებენ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემას, რომელიც, სავარაუდოდ, დან ფინანსდება. გარდა მოსყიდვისა, საუბარია ჯგუფების გადამზადებაზე, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ევალებათ. ოფიციალურმა მოსკოვმა მოლდოვის ხელისუფლების ბრალდებები უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს