„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრები თინათინ ნახუცრიშვილი, ნათია კუპრავა და ირაკლი ბაღათურია აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ

„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა“ – განაცხადა ნათია ნახუცრიშვილმა.
ამასთან, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დიდუბის ორგანიზაციის წევრმა ნათია კუპრავამაც.
როგორც ნათია კუპრავა აცხადებს, პარტიის დატოვების მიზეზი კუთვნილი თანხის არ მიღება გახდა.
„ვინც მიგვიყვანა გახარიას პარტიაში ვთხოვდი, რომ დაერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა. რატომღაც მოხდა ისე, რომ არ ჩაგვერიცხა თანხა, ვურეკავდი, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვრეკავდით, მაგრამ არავისგან არანაირი პასუხი არ გვქონდა. იძულებული გავხდით წამოვსულიყავით პარტიიდან“ , – განაცხადა ნათია კუპრავამ.
პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი ირაკლი ბაღათურიაც.
„ყველა ეს ადამიანი დაუზოგავად, ერთგულად, გვერდში ვედექით. როცა შრომობს ადამიანი და ნაშრომს არ აძლევ, დაუღალავად შენს გვერდშია, რა აზრი აქვს ამ ხალხთან საერთოდ ლაპარაკი. ამ ხალხისგან უყურადღებობა რომ ვიგრძენით, ტელეფონებსაც არ პასუხობდნენ, დავტოვეთ პარტია. ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნებათ არანაირად“, – აცხადებს ირაკლი ბაღათურია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს