სოფო ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

26 ოქტომბერს გლდანი, მთელი თბილისი და სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად საქართველო, 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება.
„გლდანი გამარჯვებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს გლდანი, მთელი თბილისი და სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას. 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ.
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიდის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს ვინმე გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა, არის ტყუილი. გარანტირებულია, რომ ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა, ამიტომ, მეგობრებო, დავდგეთ ხალხის მხარეს, დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარეს და ერთიანობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს