უკრაინამ და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
მ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან ერთად შესაბამის დოკუმენტს ხელი „დიდი შვიდეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მოაწერა.
დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებებს, რომლითაც ხელმომწერი ქვეყნები შეიტანენ წვლილს ერთობლივ პროექტებში ან დააფინანსებენ საკუთარ პროექტებს, რომლის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.
უკრაინის გარდა პროექტს კიდევ ხუთი ხელმომწერი ქვეყანა შეუერთდება: გერმანია, ბელგია, ნორვეგია, ნიდერლანდები და .
უმეროვმა მადლობა გადაუხადა გერმანიას ინიციატივისთვის და ყველა მონაწილე ქვეყანას უკრაინის უსაფრთხოებაში შეტანილი ძლიერი წვლილისთვის.
წყარო: ინტერპრესნიუსი