,, რამე შემაკავებელი არსებობს, კოალიციური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხალხი რამენაირად რომ დაოკდეს?” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ეხლა რაზე ვფიქრობ და, ორი დღეა, საკატლეტე ხორცივით დამბეგვეს, იმას რატომ არ აძლევ ხმას, ვინც ჩვენ მოგვწონს და ვისაც ვეთაყვანებითო…
ძლივს ავუდივარ პასუხების გაცემას…
არც არავის აინტერესებს პასუხები, რადგან ყველა ხაზგასმით ბრძენია და ისედაც ყველაფერი იციან.
ხოდა, ჩემთვის ვფიქრობ:
რამე შემაკავებელი არსებობს, კოალიციური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხალხი რამენაირად რომ დაოკდეს და ქოცების ნაცვლად ერთმანეთი არ დახანჯლონ?
ამომრჩევლები – ჯანდაბას…
თვითონ პარტიები ხომ მზად არიან ამ ფსიქოლოგიური გამოცდისთვის?
იქნებ გააცნობიერონ, რომ მთავარი ქოცების წასვლა და დასავლურ ვექტორზე დაბრუნებაა და არა რომელიმე ერთი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება?
რა ვიცი, აბა…
რიტორიკული კითხვა დავსვი…”

ასევე დაგაინტერესებთ