,,რატომ იტყუებიან დიდი პარტიები, რომ თუ მათ არ მიეცით ხმა ეს ხმები დაიკარგება? მიეცით შანსი პატარა პარტიებს გადარჩნენ“ – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი :
,,ორიოდე სიტყვით გავრცელებულ ცრუ ლეგენდაზე – “ხმები დაიკარგება”.
ეს არის აბსურდი და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არაფერი არ იკარგება.
1. მარტივი არითმეტიკა გვკარნახობს, რომ ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტების ჯამი იქნება მაქსიმუმ 7-8%-ის ფარგლებში. შეიძლება ნაკლებიც;
2. ბარიერ გადაულახავ პარტიებს შორის იქნებიან არა მხოლოდ პროდასავლური პარტიები, არამედ პრორუსულიც და პრომულღაზანზარულიც;
3. ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტები არ ნაწილდება. პარლამენტის იმ მანდატებს, რომლებიც შეიძლება მიეღოთ გადაულახავ პარტიებს, რომ არ ყოფილიყო 5%-იანი ბარიერი, თანმიმდევრულად მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები. იხილეთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თავი XIV, მუხლი 125, პუნქტი 5.
4. ამონარიდი ამ პუნქტიდან
“გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.”
5. შესაბამისად, ასეთი მანდატების რაოდენობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10 და ისინი გადანაწილდება ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე. თუ ბარიერს გადალახავს 2 ან 3 პროდასავლური ოპოზიციური პარტია, ისინი მიიღებენ მეტ გადასანაწილებელ მანდატს ვიდრე ხელისუფლება.
ახლა მითხარით, რა იკარგება ??? რატომ იტყუებიან დიდი პარტიები, რომ თუ მათ არ მიეცით ხმა ეს ხმები დაიკარგება ?
რანაირადაც არ უნდა დათვალოთ და ატრიალოთ, არსებობს ერთი ჭეშმარიტება. პროდასავლურმა ოპოზიციამ ჯამურად უნდა დააგროვოს 50%-ზე მეტი ხმა, რომ მერე შეკრას კოალიცია (იმედია შეკრავენ) და ჩამოაყალიბოს მთავრობა.
სხვა ყველაფერი ლირიკაა და ბრძოლა ხმებისთვის.
მიეცით შანსი პატარა პარტიებს გადარჩნენ და შეინარჩუნონ ქართული პოლიტიკური სივრცის მრავალფეროვნება, რათა საზოგადოების ყველა ჯგუფის აზრი იყოს გათვალისწინებული და ისმოდეს მათი ხმა. ეს არის პლურალიზმი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია !”

ასევე დაგაინტერესებთ