აიათოლა ალი ხამენეი: სინვარის სიკვდილის მიუხედავად ჰამასი ცოცხალია

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ჰამასი „ცოცხალი დარჩება“ მისი ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის მიუხედავად (რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
19 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ხამენეიმ თქვა, რომ სინვარის „დაკარგვა უთუოდ მტკივნეულია წინააღმდეგობის ღერძისთვის“, იგულისხმა რა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჯგუფების ქსელი. „მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურების მარტვილობით ამ ფრონტს არ შეუწყვეტია წინსვლა,“ დასძინა ხამენეიმ.
იაჰია სინვარი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ორგანიზატორი იყო, 16 ოქტომბერს მოკლეს ს ძალებმა. ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, რომელიც დღემდე გრძელდება. სინვარის სიკვდილი მეორე დღეს დაადასტურა ჰამასის მაღალი რანგის პოლიტიკურმა მოღვაწემ.
ღაზის სექტორში ვითარება კვლავაც დაძაბულია. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ისრაელის საჰაერო იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ