ევროპარლამენტის მოწოდების გათვალისწინებით საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდ დარტყმას მიიღებს – ანალიტიკოსები

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მომზადდა, რის გათვალისწინებასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ სთვის ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
სხვადასხვა მოთხოვნებსა და მოწოდებებთან ერთად, ევროკავშირის რეზლუციაში საუბარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ყველა ფორმატში და ყველა პლატფორმაზე ს მხარი დაუჭირა, საქართველოს მისამართით მსგვასი მოწოდებები არ წყდება. რეზლუციაში წერია, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, „დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად აღასრულოს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, როგორც მან ამის ვალდებულება აიღო”.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ვერ მოხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეს შექმნის ქვეყანაში. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რუსეთისთვის სანქციების შემოღება რეალურად ნიშნავს სანქციების დაწესებას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
ზუსტად იგივეს ამბობენ ანალიტიკოსები, რომ რუსეთისათვის ეკონომიკური შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ავნებს საქართველოს. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, სანქციების შემოღება კი ეკონომიკას და მოსახლეობას დააზარალებს.
„რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვა და რიგი სხვა ღონისძიებები ცალსახად ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე და არა მხოლოდ ზრდის ტემპზე აისახება უარყოფითად, არამედ მოსახლეობაზეც. ჩვენი მოქმედების ქვაკუთხედი უნდა იყოს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ყველა მოქმედებს თავისი ინტერესების შესაბამისად და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავძლიოთ ის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ჩვენთვის სხვების აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.
მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები უნდა გადავიყვანოთ წმინდა პრაგმატიზმში. არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მუმდივი ინტერესები, რომელსაც სჭირდება ცივი გონებით მიდგომა ყველა იმ საკითხისადმი, რომელიც დგება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პოლიტიკოსებმა და პარტიებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, მათი ქმედება და განცხადება ხომ არ ახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს საერთო მდგომარეობაზე და ამას ხომ არ გამოიყენებ საქართველოს არაკეთილისმსურველები”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ და კითხვაზე: ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, პოლიტიკური საფრთხეც თუ შეიძლება შეიქმნას, სტატისტიკოსმა უპასუხა:
„საერთოდ, ეკონომიკა ცალკე არ არსებობს და ის ყოველთვის იყო პოლიტიკის მძევალი. მხატვრული გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, არათუ მძევალი, არამედ დიდი გეოპოლიტიკის და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ტრაფიკინგის მსხვერპლიც კი არის”.
ეკონომიკური შეზღუდვების შემთხვევაში რუსეთზე მეტად საქართველო დაზარალდება. ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ სანციების შემოღების შემთხვევაში უფრო მეტად გართულდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აკადემიკოსმა ავთო სილაგაძე სვამს კითხვას – ევროპარლამენტარების მოწოდების გაზიარების შემთხვევაში, ვინ მოახდენს იმ დანაკარგის კომპენსირებას, რომელსაც საქართველო მიიღებს?
„რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გართულება მოჰყვება. პირველ რიგში, საფრთხე შეექმნება ექსპორტ-იმპორტის მიმართულებას. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვიდრე დავაზიანებთ რუსეთს. გაცილებით დიდ დანაკარგს მივიღებთ. თანაც, ვერ მოხერხდება ყველაფრის სწრაფი კონპენსაცია და სხვა ბაზრებზე გასვლა, რადგან ამას გარკვეული დრო სჭირდება, რაც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით.
კიდევ უფრო რთული გახდება საქართველოს გაერთიანებაზე ფიქრი. არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უცებ მოხდება, მაგრამ რუსეთის დასანქცირებით ამაზე საუბარიც კი გადაიდება, პირიქით, შეეცდებიან, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბონ. საქმე სადამდე მივა, არც კი მინდა ამის წარმოდგენა.
ჩვენთვის ეს გზა სარგებლიანი არ არის. ვინ მოახდენს ამის კომპენსირებას? რომ მოგვიწოდებენ სანქციების შემოღებისკენ და ჩვენც ამ გზაზე წავიდეთ, დაგვიდგებიან გვერდით? იმაზეც იფიქრონ, ჩვენი სანქციები იმოქმედებს კი მნიშვნელოვნად რუსეთზე? პირიქით, ჩვენ მივიღებთ დიდ დანაკარგს”, – განაცხადა ავთო სილაგაძემ.
სანქციების შემოღების გარდა, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპის საბჭოს „განიხილოს პირადი სანქციების დაწესება ს მიმართ მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში”.