ზურაბ ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ის კოალიციაა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც კოალიციას ქმნიდნენ აღნიშნეს, რომ გამარჯვებისა და ცვლილებების მოსატანად გადასაჭრელია ოთხი საკითხი.
როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანია იყოს ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა.
„უკანასკნელი ორთვენახევრის განმავლობაში ჩვენ კოალიციამ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დაწყებული ფლაერებით, სატელევიზიო რეკლამებით, მოსახლეობასთან შეხვედრებით აგვეხსნა ს მნიშვნელობა. მგონია, რომ ჩვენ ეს ამოცანა მგონია შევასრულეთ. ეს გააკეთეს სხვა პარტიებმა, „ენჯეობმაც“ და გამოცხადება იქნება მაღალი, ეს ჩანს და ეს ხვალ აქციაზე გამოჩნდება. ჩვენ ვამბობთ და ვასრულებთ.
მეორე, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ფლანგზე იმგვარი კონფიგურაცია, რომ ხმები არ დაიკარგოს. ჩვენ კოალიციაში შემავალი სამი პარტია ვიყავით ერთადერთი, ვინც ეს საჯარო გაცემული პირობა შეასრულა, ეს კოალიცია გაიმარჯვებს და ეს პირობა შევასრულეთ. მესამე, ჩვენ შევძლებთ ხმების დაცვას, ვინც ამ სურათს დააკვირდება დაინახავს და ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს პირობა შევასრულეთ. 26 ოქტომბერს არამხოლოდ ხმებს, არამედ ამ კოალიციას რეპუტაციას და გაცემულ პირობას დაიცავთ. მეოთხე – ეს კოალიცია იქნება ის კოალიცია, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა – უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება – პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!