ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო ოთხი პარტია და აღნიშნა, რომ „ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს“
„ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია 4 პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურთ სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა, აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც 4 ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და მათი 2 დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს-რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად, ვინც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერი გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში. შესაბამისად, ამიტომაც, ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევანი ნათელია, 26 ოქტომბერს „არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ს შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი“.
„შესაბამისად, მეგობრებო, ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის ხმის მიცემა ნიშნავს სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კოალიციისთვის ხმის მიცემას. ეს ნიშნავს ხმის მიცემას საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყნის დანგრევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ხალხის განადგურებაზე, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას სანქციების დაწესებაზე და ჩვენი ეკონომიკის დანგრევაზე, დაუსრულებელ ქაოსზე, ომის კოალიციისთვის ხმის მიცემა მეგობრებო, ნიშნავს საკუთარი შვილების ომში გაგზავნაზე ხმის მიცემას, ამიტომ დღეს არჩევანი ნათელია, ერთ მხარეს დგას ხსენებული ბოროტი ძალა, ვინც გარანტირებულად მოიტანს ომს, ქაოსს, ნგრევას და ახალგაზრდების ომში გაგზავნას, ხოლო მეორე მხარეს დგას ჩვენი ძლიერი გუნდი ძლიერი ლიდერის წინამძღოლობით, ვინც ქვეყანა გადაარჩინა, აარიდა ომი, მოიტანა 12 წლიანი მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, პროგრესი, განვითარება და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების მოტანა და ჩვენი ქვეყნის წაყვანა წინ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ! ამიტომ მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ