40 ცნობილი მხატვარი „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთიანდება

„ძლიერ საქართველოს” ცნობილი მხატვრები, საკუთარი შემოქმედებით უერთდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „გამარჯვების პანო” ხელოვანებმა სპეციალურად 2024 წლის 26 ოქტომბრის სთვის შექმნეს.
„40 თანამედროვე მხატვრის მიერ შექმნილი „გამარჯვების პანო” დღეს პირველად „ძლიერი საქართველოს” ცენტრალურ შტაბში გამოიფინა. პანოს შექმნაზე ხელოვანები 20 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ.
„გამარჯვების პანოს” შემქმნელთა შორის არიან ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე და სხვა ცნობილი სახელები. პროექტი განხორციელდა მხატვარ მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ რუხაძე: მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!