ნიკა გვარამია – ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს – წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო

პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის 26 ოქტომბერს გამარჯვების გაფორმება.
„პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ვისაც სამშობლო და ნომერი ოთხი გვაერთიანებს, ხალხი ვისაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის ნომერი, სწორედ ამიტომ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელიც იქნება ოცნების წინააღმდეგ.
პირველ რიგში, კი არ უნდა შემოვხაზოთ, არამედ გავაფერადოთ ჩვენი არჩევანი. ძალიან დიდი რუდუნების, შრომისმოყვარეობით გარდა წინასაარჩევნო კამპანიისა ყოველდღე ითვისებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ და დავიცვათ ხმები. ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს. წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო, ჩვენი სამშობლოსი და ეს წარმატება გვეუბნება მხოლოდ ერთს მომავალი ჩვენია“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ რუხაძე: მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!