სოფელ ზემო ალვანში გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოების ,,ალვანელის” პრეზენტაცია გაიმართა

სოფელ ზემო ალვანში გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოების ,,ალვანელის” პრეზენტაცია გაიმართა.
იდეის ავტორი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური, მდივანი პეტრე ცისკარიშვილია.
„გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოებში ,,ალვანელი” 1941 წელს, კომუნისტების წინააღმდეგ 98 თუშის აჯანყებაზეა მოთხრობილი. წიგნში საარქივო მასალების კომპილირებით ქრონოლოგიურად, აღწერილია 1941 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ,,სამანელების’’ ლიდერის ადამ ბობღიაშვილის და მისი თანამებრძოლი თუშების აჯანყებისა და თავგანწირული ბრძოლის ისტორია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. წიგნში აგრეთვე წარმოდგენილია ადამ ბობღიაშვილის პროზა და პოეზია, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული და არქივში საგულდაგულოდ შენახული გახლდათ“, – ნათქვამია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ამ წიგნში ჩვენ გავაცოცხლეთ თუში გმირების, სამანლების ისტორია. ეს ადამიანები არიან გიორგი ანწუხელიძის წინაპრები, ის ვაჟკაცები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ გასულ საუკუნეში და ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ადამ ბობღიაშვილის, როგორც მწერლის, როგორც პოეტის შესახებ საქართველომ გაცილებით მეტი იცოდეს და მისი ლექსები, მოთხრობები გამოტანილი იყოს დღის სინათლეზე“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა პრეზენტაციაზე.
„ეს წიგნი არის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების, თუშეთში გახიზნული ადამ ბობღიაშვილისა და მისი მეგობრების ბრძოლის შესახებ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ასევე, წიგნში წარმოდგენილია ადამ ბობღიაშვილის პროზა, მისი პოეზია, სანამ მოკლავდნენ (ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა, მოკლეს სსრ კავშირის სამხედროებმა). ანუ, ეს არის თუშთა აჯანყების ამბავი, რომელიც თითქოს დაკარგული თავფურცელია საქართველოს ისტორიაში და ეს აჯანყება ხდება მაშინ, როცა სსრკ მესვეურები საერთოდ არ ელოდნენ არავითარ აჯანყებას, რადგან მეტასტაზირებულები იყვნენ უკვე მთლიანად საქართველოში. და ადამ ბობღიაშვილმა, 98 თუშთან ერთად კომუნისტებთან კოლაბორაციას თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი არჩია. ჩვენ ვეცადეთ, რომ გაგვეცოცხლებინა ეს ამბავი, კომბინირება გაგვეკეთებინა სრული წიგნის და მაქსიმალურად მიგვეტანა მკითხველებამდე ის, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე, საგულდაგულოდ მალავდა საბჭოთა სისტემა”, – განაცხადა გიორგი ფანჯავიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! – ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში