მიხეილ ჯანელიძე – ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან –

ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას.
საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პოსტს „ფეისბუქზე“ წერს.
„ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარასინის გვერდით დგომით შევძლებთ ამაყად, ღირსეულად და მშვიდობით ევროკავშირში გაწევრიანებას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „ტელეგრამ არხზე“ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცახდებას და ამბობს, ჰერჩინსკის „უხეშობებითა და პირდაპირობით გაოცებულია“.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი თბილისში გაშმაგდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. თავისი უხეშობით და პირდაპირობით გამაოცა. ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ეს ითქვა საქართველოს საპარლამენტო ს წინ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს! რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, იქ მათ მართებულობა უკვე დაივიწყეს“, – წერს კარასინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! – ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში