ჟან-ნოელ ბარო – ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება

ომში ს მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრე სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სერიოზული იქნება და კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, დამატებითი ესკალაციის ეტაპზე“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
მისივე თქმით, თუ ჩრდილოთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად დაიწყებენ, მაშინ ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ რუსეთს ომში დიდი სირთულეები აქვს.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ რუსეთში ამჟამად წვრთნას გადის და 1-ელი ნოემბრისთვის ისინი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ირაკლი ღარიბაშვილი – შიდა და გარე ძალების მიერ ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, უხეში ჩარევებისა და ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და შევინარჩუნეთ მშვიდობა – ბრძოლა გრძელდება, გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა