მედიის წარმომადგენლები შსს-ისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიყენებული მორალური ზიანი აუნაზღაუროს. საქმეს სასამართლოში მედია ომბუდსმენი უძღვება.
მიუხედავად იმისა რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არავის დაკისრებია.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ამაყად შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში – ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართა