სოფო ჯაფარიძე – „ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! – არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ვინ ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მ სამგორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხალხში გამარჯვების განწყობა ამაღლებულია.
„ხალხს ვესაუბრებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ა 26 ოქტომბერს და რომ ამ დღეს ჩვენ, რეალურად, ვირჩევთ ან ევროპას, ან რუსეთს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქვეყანაში იმ სიღატაკეს, იზოლაციას, საითაც “ქართულ ოცნებას” მივყავართ. ასევე. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს ასევე იმაზე, რომ ტყუილია “ქართული ოცნების” პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ, ვინ, ვის მისცა ხმა 26 ოქტომბერს. ეს არის სიცრუე და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ, დავდგეთ ქართველი ხალხის მხარეს, დავდგეთ ევროპული მომავლის მხარეს და 26 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! – ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში