ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს

ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “მგზავრების” პირველი პოსტი ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ ისე დაწერა, რომ არც მის ძმას და არც ჯგუფის დანარჩენ წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ნინი დედალამაზიშვილმა იმ მიზნით, რომ “ბაბლისთვის” მოსაწონი ყოფილიყო, საკუთარი ძმა და მთელი ბენდი გასწირა, სწორედ ეს მიაჩნია ქადაგიძეს ლიბერალური ფაშიზმის სახედ.
“ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ და ეცადეთ, რომ ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი.
ეცადეთ მაინც. ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს.
მგზავრების პირველი FB პოსტი დაწერა ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა ისე, რომ არც ძმას და არც ჯგუფის სხვა წევრებს არაფერს დაეკითხა.
ეს გოგო არის ჩვეულებრივი ეკა გიგაური, ან ნინო ლომჯარია სხვა სახელით და გვარით. ფაშისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ოღონდ შეძვრომოდა როგორმე თავის ბაბლს, “არა რუშეთშ” ლოზუნგით, გაწირა საკუთარი ძმა და მთელი ბენდი. შემდეგ ამ საქციელით რომ უნდა ეამაყა, გვარამიას არხზე მივიდა და იქედანაც ეკეკლუცა პატრონებს. ამ დროს შოკში არიან ჯგუფის წევრები, მაგრამ ფაშისტკასგან განსხვავებით, ღიად ვერ უპირისპირდებიან სოლისტის ოჯახის წევრს.
ფაშისტკა სამაგიეროდ მილოცვებს იღებს და შექებას მისნაირი გოიმებისგან.
ეგრეა რა ნაცლიბერდებილების საქმე – დაავალებენ? ოჯახსაც გაყიდიან,” – წერს ქადაგიძე.