გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს

ყველა ეს განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, მორჩა, გამოაბუნძულეს, რაც გინდათ, ის ტერმინი გამოიყენეთ, მასთან ურთიერთობა დაასრულეს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰელსინკის კომისიის დასკვნას.
მისი განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ დემოკრატიული პრინციპების გამო უნდა.
„ეს არის სიმართლე, ჩვენ კონკრეტული რეფერენდუმი გვაქვს, თუ აფერადებ 41-ს ან აპირებდით 41-ს, ე.ი. ევროპაზე უარს აცხადებთ, ხმას იზოლაციას აძლევ. აფერადებ 5-ს? ევროპისკენ, განვითარებისკენ წინსვლისკენ მიდიხარ, დღესავით ნათელია ყველაფერი. ყველა ეს განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, მორჩა, გამოაბუნძულეს, რაც გინდათ, ის ტერმინი გამოიყენეთ, მათთან ურთიერთობა დაასრულეს.
თუ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, ევროპული ოჯახის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო. თუ არ გინდა, ესეც შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ევროკავშირში ვეღარ გაწევრიანდები. „ქართულ ოცნებას“ ევრაზიულ კავშირში უნდა შეიძლება შესვლა, იქ სხვა წესები, სხვა სტანდარტებია, იქ კორუფცია წახალისებულია, ადამიანის უფლებების დარღვევა წახალისებულია, თუ ასეთი რამე ხდება, ევროპაში შენი ადგილი არ არის, ევრაზიულ კავშირში სიღარიბე ნორმალურია, ევროკავშირში სიღარიბე უნდა დაამარცხო და ერთად დავამარცხებთ. მეც, თქვენც და საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროპა და ევროკავშირი სწორედ იმ წესების და იმ დემოკრატიული პრინციპების გამო უნდა, სადაც კანონის წინაშე ადამიანი თანასწორია, სადაც ეკონომიკა ვითარდება, რადგან კანონის უზენაესობაა, სადაც სასამართლო მიუკერძოებელია, სადაც კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებას არ მართავენ და ა.შ.“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალი ანგარიში „მზადება ს გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია“.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა