რუსეთის პრეზიდენტმა “ბრიქსის” ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა

მოსკოვში გამართულ ბიზნეს ფორუმზე ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის“ ქვეყნების მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქვეყნების ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა 60 ტრილიონ დოლარზე მეტია და დაამატა ისიც, რომ ეს მაჩვენებელი G7-ის ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.
თავდაპირველად, „ბრიქსის“ ქვეყნები მოიცავდა ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას, თუმცა წელს გაფართოების შემდეგ, მათ შეუერთდა ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და .
გაწევრების სურვილი გამოთქვეს თურქეთმა, აზერბაიჯანმა და მალაიზიამაც.
რამდენიმე დღეში, ყაზანში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე, შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდა მოდისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 40%-ზე მეტი “ბრიქსის” ქვეყნებზე მოდის. წელს „ბრიქსის“ ქვეყნებისგან მოსალოდნელია საშუალოდ 4 პროცენტიანი ეკონოიკური ზრდა, რაც G7-ის 1.7%-იან ზრდასა და გლობალურ 3.2%-ზე მეტია“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
წყარო: euronewsgeorgia