„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.
მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე:
· რესპუბლიკის მოედანი
· გმირთა მოედანი
· 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა)
· მარჯანიშვილის მოედანი
· ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა)
ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
· ჯგუფი ყველა
· LOUDSPEAKERS
· ნიაზ დიასამიძე
· გამოუვალი მდგომარეობა
· ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე
· ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და
აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონების მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ